четверг, 4 июня 2009 г.
nini-sxalta
marTlac RvTis wyalobaa saqarTveloze sadac TiTqos Tavisi madliani kalTa uxvad daubertyavs dedaRvTismSobels.swored wminda mariams xvda wilad saqarTveloSi saqadageblad wasvla. roca RvTismSoblis miZinebis Jami dadga man masTan ixmo andria pirvelwodebuli da ufalis kurTxeviT saqarTveloSi saqadageblad waravlina.Tan ficarze gamosaxuli misi xelTuqmneli xati gaatana.
aWara uZvelesi qarTuli qristianuli mxarea.sadac qristianoba pirvelad I saukunis Sua wlebSi mociqulobda.andria pirvelwodebulma,mataTam da svimon kanadelma iqadages da egrisis (lazikis) samefoSi qristianobis saxelmwifo religiad gamocxadebis Semdeg daiwyo.
”movida andria qalaqad trapizonad,romel ars sofeli megrelTa ,sada igi dahyo Jami mciredi da ixila ugunureba pirutyvebrivi mkvdarTa Soris mis qalaqisaTa,ganvida mier da Sevida qveyanasa qarTlsa,romelsa did aWara ewodebis da iwyo qalaqebad saxarebisa.”(1 )( 69 გვ)
samxreT-dasavleT saqarTveloSi qritianobis kvaldakval gaSala taZrebis mSenebloba,Tavdapirvelad patara sakulto nagebobes qmnidnen,Semdeg gumbaTebiTimSvenebdnen did-eklesia-monastrebs.qristianuli Zeglebis didi nawili miwaSia Camarxuli.maTi gaTxrebiT gamomzeureba XIXsaukuneSi daiwyo.gamoirkva,rom Zegli patara taZrebis saZirkvelze Semdeg did taZrebs aSenebdnen.
ქართული ხელოვნების საგანძურიდან მოქმედი სხალთის ეკლესიიდან დიდებილი ტაძრის დასახელება კმარა. ტაძრის კედლის მხატვრობა (XIV საუკუნე) მაღალ შეფასებას იმსახურებს, ფესვები თითქმის ფრაგმენტებადაა მოღწეული, მაგრამ თავისი მრავალმხატვრულობით იგი ფერწერის საუკეთესო ნიმუშების (ლიხნი,სორი,საფარა,უბისი,ზარზმა,წალენჯიხა,ნაბახტევი და სხვა) გვერდით დგას.
ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მკვიდრნი არა მარტო ტაძრების ერთგულნი მშენებლები იყვნენ,არამედ მათ წვლილი შემოჰქონდათ ქართული საეკლესიო მწერლობისა და მეცნიერების განვითარებაში.აჭარაში გაშლილი იყო საეკლესიო მწიგნობრული მოღვაწეობა,იწერებოდა საგალობლები, ითარგმნებოდა საღვთისმეტყველო ლიტერატურა. აქ მოღვაწეობდნენ აბუსერიძე ტბელი, იოანე, საბა მტვერველი და სხანი. გადმოცემით აქ იკერებოდა მთელი დასავლეთ საქართველოს ეკლესიის იერარქიათა შესამოსელი. ოქრომკერდიტ იქარგებოდა დაფარნები, აღსავლის კარის ფარდები.
აჭარის მიწა მორწყულია მოწამეთა სისხლით. ეპარქიაშია დაცული ეკლესიის სიწმინდენი:მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილი, ფილიპე მოციქულის ძვლის ნაწილი, წმინდა გიორგის ხელის ნაწილი, წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილი, წმინდა სებასტიანე ყარაგანელის წმინდა ნაწილი და სხვა. ეპარქიაში არის მირონმდინარე და სასწაულმოქმედი ხატები.
მირიან მეფისა და ვახტანგ გორგასლის ხანაში აჭარის უდიდესი ნაწილი ქართლის სამეფოს კლარჯეთის საერისთაოში შედიოდა და ისე, როგორც მთელი ქართლის სამეფო V საუკუნის სამოცი წლებიდან ქართლის საკათალიკოსოს დაარსების შემდეგ აჭარის ეს ნაწილი ასიზის ეპისკოპოსის სამწყსოში შედიოდა, რომელიც ჯუანშენის,ვახტანგ გორგასალმა: ”და ისუა ეპისკოპოსად კლარჯეთს. ”
VI საუკუნეში აჭარის ზღვისპირეთის ეგრისის (ლაზიკის ) მეფეს ექვემდებარებოდა. აჭარის ეს ნაწილი ფაზისის სამიტროპოლიტოს, პეტრეს საეპისკოპოსოში შედიოდა, რომელსაც ეკლესიურად ამ სამეფოს საზღვრებს გარეთ მდებარე მდინარე ჭოროხიდან რიზემდე შავიზღვისპირეთი ექვემდებარებოდა, ზემო აჭარა, საფიქრებელია, X საუკუნემდე კვლავ ასიზის საეპისკოპოსოში შედიოდა. X საუკუნეში შაგშეთში ტბეთის საეპისკოპოსო დაარსდა, რომლის შემადგენლობაში აჭარისწყლის ზემო წელი და ”მიჭხიანის” იგივე მაჭახელის ხეობა შედიოდა.
აჭარისწყლის ხეობა, ისტორიული ტრადიციის მიხედვით, ქრისტეს პირველმოციქულთა ხანაში ეზიარა ქრისტიანულ მოძღვრებას და წმინდა ანდრია პირველწოდებულმა დიდაჭარაში აღაშენა პირველი ეკლესია ” შუენიერი სახელსა ზედა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ” მაგრამ IX საუკუნეზე ადრინდელი საკულტო ნაგებობების ნაშთები აქ, ჯერჯერობით, არაა გამოვლენილი, მომდევნო ხანის ეკლესია-მონასტერთაგან მეტ-ნაკლები დაზიანებებით, მაგრამ სრული სახით, მხოლოდ სხალთის ეკლესიამ მოღწია ჩვენამდე.
აჭარისწყლის ხეობის ისტორიის სპეციფიკურობის გამო, ქართულ საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებდა ამ მხარის მოსახლეობის ცხოვრებისა და სულიერების მდგომარეობა ოსმალთა სამას წლიანი ბატონობოსა და მომდევნო ხანებში (იოსებ ბექრიშვილი ”ქრისტიანობა აჭარაში ” ) ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა ცნობილი მოღვაწეების : გ.ყაზბეგის, ზ. ჭიჭინაძის და სხვათა აჭარისწყლის ხეობაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები, ჩანაწერები და შეფასებები, რომლებიც შემდეგ წიგნებად გამოიცა. შეიძლება ითქვას , რომ ყველა დასახელებული მკვლევარი იზიარებს გიორგი ყაზბეგის შეფასებას : ”აჭარელის საშინაო ყოფა ისეთივეა, როგორც კავკასიელის მთელი ხალხებისა: პატრიარქალურობა , მოხუცთა პატივისცემა, დოგმად ქცეული სტუმარ-მასპინძლობა, თავშეკავებულობა, დიდი ცნობისმოყვარეობა და რაც ამიერ კავკასიაში იშვიათად გვხვდება-შრომის მოყვარეობა .” (გ.ყაზბეგი 1995 : 61)
წარმოდგენილი შრომის მიზანია, დასახელებული მკვლევართა მონაცემებზე დაყრდნობით, აჩვენოს სხალთის ეპარქიიის ტერიტორიაზე ( ქედის, შუახევის, ხულოს რაიონები ) არსებულ ქრისტიანულ სალოცავთა სიმრავლე. წარსულში აქაური მოსახლეობის ღვთისმოსაობა და რელიგიურობა და იმის აუცილებლობა, რომ მოკლე ხანშია საჭირო ამ საკულტო ნაგებობათა გამოკვლევა მხარის ქრისტიანული წარსულის რეალური სურათის აღდგენისა და საქართველოს ისტორიის ამ კიდევ ერთი საინტერესო პრობლემის შესასწავლად.
შესწავლილი ძეგლთაგან მხოლოდ ერთმა-სხალთის ტაძრის კარიპჭე მოაღწია ჩვენამდე. ისიც დაზიანებული სახით. იგი მიჯრით არის მიშენებული თვით შენობაზე და მისი თანადროული არ არის. თავდაპირველად, როგორც ჩანს კარიბჭე ფასადის მთელ სიგრძეზე იყო გადაჭიმული და სამი ნაწილისგან შედგებოდა. შუა ნაწილი გვერდით სადგომებთან ღია თაღებით იყო დაკავშირებული.
დღეისათვის სამნაწილიანი ნაგებობიდან შემონახულია შუა გუმბათით გადახურული ორფერდა სახურავით. კარიპჭის შემკობის დეტალები უფრო ტლანქია, ვიდრე თვით შენობისა. გარდა ამისა, უჩვეულოა მისი შიგა ნაწილის სიდიდე და თაღის ზომა, რომელიც ჩრდილავს ფასადის დანარჩენ ყველა დეტალს. ეს თავისებურებანი აგრეთვე, მისი დეკორატიული ელემენტების განსხვავებული სახეებიც, გვაფიქრებინებს, რომ , კარიპჭე მიშენებული რამდენადმე უფრო გვიან-კარიპჭის ამგვარ გადაწყვეტას პარალელებად XII-XIV ძეგლები ეძებნებათ.
სხალთის ტაძარი ცოტათი განსხვავდება ამ რეგიონში შესწავლილი სხვა ძეგლებისაგან. მას აქვს აღმოსავლეთის მხარეს შვერილი შვიდწახნაგოვანი აფსიდა. დარბაზული ეკლესიის ფორმა შვერული, წახნაგოვანი ან ნახევარწრიული აფსიდით ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან ერთეულებს ახასიათებს. იგი ცნობილია უძველესი ხანიდან ბოლნისის ქაფანაქჩის ( V ს.მ ) ასევე სოფ.აკაურთას ( V-VI ს.ს.მ ) ბიჭვინთას ( VI ს.დ. ) მის მაგალითებს ვპოულობთ IV-X სს ძეგლებშიც : ნესგუნი, ჩვაბიანი, იელი, ჟიბიანის სამი ეკლესია, მაცხოვარი და სხვა მრავალი. ( 7)(60 გვ)
სხალთის ტაძარიც XIII საუკუნის მეორე ნახევრის ძეგლებს უნდა მიეკუთვნოს, როგორც ზემოთ აღინიშნა, შესცავლილ ძეგლთაგან ორია ” საციხური-ჯვართანი, თიკნაური” რომელსაც არავითარი მინაშენი არააქვს, ისინი თავისი მწყობრი პროპორციებით უახლოვდებიან IX-X ს-ის ძეგლებს.
სხალთის ეკლესიის ფერწერულ ანსაბლს ქმნის საკურთხევლის აფსიდის მოხატულობა, კამარასა და კედლებზე განფენილი ქრისტეს ”ათორმეტი დღესასწაულისა ” და ვნების ციკლის კომპოზიციები, საბჯენ თაღებზე გამოსახული პატრიარქთა და წინასწარმეტყველთა ფიგურები, დასავლეთ კედელზე წარმოდგენილი ” განკითხვის დღის ” კომპოზიცია და სამხრეთ-დასავლეთ ნიშში შემორჩენილი იოანე ნათლისმცემლის ცხოვრების-ბავშობის სცენები.
სხალთის კარგად გააზრებული, ერთიანი ფერწერული ანსაბლი ცალკეული იკონოგრაფიული და მხატვრულ-სოციალური ნიშნით ეხმაურება XIV საუკუნის დასასრულსა და XV საუკუნის პირველი ნახევრის ნიმუშებს. იგი საინტერესო მასალას გვაძლევს საქართველოში პალეოლოგოსთა ხელოვნების თავისებურებათა გამოსავლენად.
სხალთის მოხატულობა მრავალფეროვანი რეპერტუარითა და განვითარებული იკონოგრაფიული სქემით ხასიათდება, კომპოზიციათა განაწილება გარკვეული სცენების აქცენტირების პრინციპს ეფუძვნება და გამოხატავს როგორც ქართულ ასევე ბიზანტიურ ხელოვნებაში მიღებულ ნორმებს. სხალთის მხატვრობის იკონოგრაფიული პროგრამის თავისებურებებს, ერთი მხრივ, მრავალსაუკუნოვანი ადგილობრივი ტრადიციები და მეორეს მხრივ, პალეოლოგოსთა ხელოვნების ”XIII საუკუნის დასასრული და XV საუკუნის პირველი ნახევარი სიახლეები განსაზღვრავს.
ქარტული ხელოვნების ტრადიციების გამოხატულება საკურთხევლის გონჯში ”ვედრების” სცენის გამოსახვა, საკურთხევლის პროგრამაში ”აყვავებული ჯვრების ” მოტივის ჩართვა, საიტრუმფო თაღზე, ”ჯვრის ამაღლება ” სცენის აქცენტირება. ქრისტოლოგიური ციკლის მთელი რიგი კომპოზიციებიც XI-XIII ს-ის ქართულ ხელოვნებაში ფართოდ გავრცელებული იკონოგრაფიული ვერსიებითაა წარმოდგენილი. ამ თავისებურებებთან ერთად სხალთის მოხატულობაში თვალსაჩინოა ბიზანტიური ხელოვნების პალეოლოგოსთა სტილის სიახლეები, რაც იკონოგრაფიული პროგრამის გართულებისა და რედაქციების შერჩევაში ვლინდება. სხალთის მხატვრობაში წარმოდგენილი მთელი რიგი სცენები ( ”შობა” ”ჩვილთა მოწყვეტა ”, ” მირქმა ” ” ნათლისღება ” , ” საიდუმლო სერობა ”, ”ლაზარეს აღდგინება ” და სხავა. ) ამ ეპოქაში გავრცელებულ იკონოგრაფიულ ვერსიებს ეფუძვნება, თავის მხრივ მოწმობს, რომ სხალთის მომხატველი ოსტატებისთვის ცნობილი იყო თანადრეული ხანის კონსტანტინე პოლის, მისტრის, სერობის, ტრაპიზონის ფერწერული სკოლის ნიმუშები. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც რომ სხალთის მხატვრები არ ახდენენ ამ სქემების უბრალო გადმოღებას. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა : ” ქრისტე შობის ”, ”ჩვილთა მოწყვეტისა” და იოანე ნათლისმცემლის ბავშვობის კომპოზიციები, რომლებიც გამოსახავენ მაცხოვრის შობის თითქმის სრულ ციკლს, ასევე ” ლაზარეს აღდგინების ” , ” საიდუმლო სერობის ”, ” ღვთისმშობლის მიძინების” და სხვა კომბინაციათა რედაქციები, რომლებიც ქართულ და ბიზანტიურ ხელოვნებაში, ძირითადად XIV საუკუნიდან ვრცელდება.
ზემოთ აღნიშნული ნიშნების გარდა სხალთის მოხატულობის იკონოგრაფიული პროგრამის თავისებურებებს ძალზე იშვიათი რედაქციები წარმოდგენილი სცენები განსაზღვრავს. ასეთია ” ქრისტე გეთსიმნის ბაღში ” და ”ჯოჯოხეთურად შთასვლა ”, რომელთაც ქართულ ხელოვნებაში ანალოგიები არ მოეპოვებათ. ქრისტეს ცხოვრების ციკლის მარადიულობაში თავს იჩენს მინიატურული მოვლენები.
სხალთის მხატვრობის იკონოგრაფიული პროგრამა პალეოლოგოსთა ეპოქის სიახლეებთან ერთად წინარე ხანის (XI-XIII სს ) ქართული ფერწერის ტრადიციების მდგრადობას ამჟღავნებს . შემოქმედებითად გააზრებული ორიგინალური კომპოზიციები, იშვიათი იკონოგრაფიული რედაქციებით წარმოდგენილი სცენები განსაზღვრავენ სხალთის მოხატულობას ინდივიდუალურ და თვითმყოფად ხასიათს.
ახლა კი ვნახოთ რას ამბობენ სხალთის ტაძარზე, იქაური მკვიდრნი, რომელიც მოცემულია ზ.ჭიჭინაძის წიგნში ” ქართველთა გამუსლიმანება ”.
” ჩვენი ქრისტიანობის დროს, ცხოვრობდა ერთი მეფე, რომელსაც სახელად თამარ დედოფალი ერქვა. ამ მეფეს აქეთ ცხოვრება დიდად უყვარდა. ერთხელ ამ ხეობისაკენ მოუხდა გამოსვლა და და დარჩენა იმ ალაგს, სადაც დღეს სხალთის ეკლესია დგას. აქ ყოფილა ერთი დიდი მსხლის ხე, რომელიც თავისი ტოტებით მთელ მის მიდამოებს ჩრდილავდა დ ჰფარავდა. თამარ დედოფალმა ისურვა ამ ხის ქვეშ ღამე დარჩენა, გათენება , აქ გაათენეს ღამე. თამარ დედოფალმა ის ხე სიზმარში ნახა, მეორე დღეს ბრძანა, რომ აქ ეკლესია უნდა ავაშენოთო, რამდენიმე ხნის შემდეგ ეკლესიისთვის შენობის მზადება დაიწყეს. მალე იმ ცნობილ ხესაც დაუწყეს მოჭრა, მაგრამ რამდენადაც მოჭრიდნენ იმ ხეს, იმდენჯერ ვერაფერი გაეწყო და შეწუხდა ძლიერ. ბოლოს ერთმა დაარიგა ასე, დღეს ,ამაღამ და ხვალ იგი აღარ შეერთდება. ხე მოსჭრეს, ცულები ისე დაურჭეს, იმ ღამეს ისე დატოვეს. მეორე დღეს მოვიდნენ და ნახეს, რომ ხე მოჭრილია, აღარ შეერთებულა, ცულები ისევ ისე წინანდებურად დატოვებული იყვნენ.
მალე დაიწყეს ეკლესიის შენება. ეკლესიის ერთი კარები სწორედ იქ მიაქციეს, სადაც ის დიდი ხე მდგარა. კარებში ორ ალაგს ამისი ბოძები დააყოლეს, რაზედაც უნდა შეებათ ეკლესიის კარები და აი სწორედ ის ხეები, რომლებიც დღეს კარებშია ჩატანებული, ეს სწორედ იმ ხისგან არის დარჩენილი.”(5)
”სხალთა აი კიდე რისთვის დარქმევია ამ ეკლესიას: როცა მიშენება დაიწყიათ, ეს ამბები მტელ ამ მხარის ხალხს გაუგია, ხოლო ვინც დაშორებით იყვნენ და ვერ ხედავდნენ ეკლესიის სენებას, ისინი ისეთ პირს კითხავდნენ ხოლმე, რომელთაც ეკლესიის შენობა ენახათ :
_დიდ ეკლესიას სად აკეთებენ? ამაზე მნახველნი მიუგებდნენ.
_ მსხალთან, დიდი მსხლის ხე რომ დგასო, ეს ხე ყველას სცოდნია მაშინ სიტყვა ”მსხლიდან” სხალთად გადაკეთდა.
ყველაზე ადრე ახალ გამაჰმადიანებულ ქართველებში შარბათის სხალტის , მისტის და ტბეთის ხეობაში შემოსულა. რადგან აქაური ხალხი უფრო მუშა ხალხი ყოფილა, იმ დროს ყველას ქონდა თავის ვენახი და მარანიო.ახალ გამაჰმადიანებულთ როცა ხშირად რაიმე კარგი ლხინი ექნებოდათ, ესენი თავის ქრისტიან ნათესავებს დაპატიჟებდნენ ხოლმე და ამათ ღვინის მაგიერ შარბათს მიართმევდნენ ხოლმე : რადგან გამაჰმადიანებულთ აკრძალული ჰქონდათ ღვინის კეთება და სმაო, მათ უკრძალავდნენ თვით-ვაზის მოშენებასაც კიო”!
როგორც მოგეხსენებათ ოსმალები ძლიერ სისასტიკით ცდილობდნენ ქართველების დამორჩილებას და მათ რჯულზე გადაყვანას, აქცევდნენ ეკლესიებს, შეურაწყოფდნენ ხატებს და ძალმომრეობით იმორჩილებდნენ ხალხს, ოსმალებმა სხალთის გარშემო და ხულოს ხეობაში მათი სარწმუნოება ადვილად ვერ შეუტანიათ. მათ რა უნახავთ საქმის გაჭირვება, ამათ ხულოს ხეობისთვის თავი დაუნებებიათ და მიუმართავთ სხალთისა და ტბეთის მხრის ხალხს ოსმალისთვის ძლიერ მალე დაუკრავს თავი. ტბეთის ეკლესი მალე გაუქმებულა. სამღვდელონი აქ აღარ ყოფილან და საეკლესიო ნივთები. აქ გამაგრებული ოსმალონი სხალთისაკენ წასულან და აქ შეუსყიდიათ სხალთის მოწინავე კაცები და მათი დახმარებით შესულან ხულოში. ამ მხარის ხალხისთვის დამდგარა დიდი განკითხვის დღე. მიუხიდავად ამისა სხალთის ეკლესიას მაინც შემორჩა თავის მშვენიერი სახე.
ამ ბოლო დროს არქეოლოგთა და ისტორიკოსთა ყურადღებას იქცევს სხალთის ხეობის ეკლესიები, სადაც გათხები გრძელდება. აქ ჯერ კიდევ 1896 წელს თ. სახოკიამ გადაიღო ჩუქურთმებიანი ქვის ძველი წარწერა და გასაშიფრად მიაწოდა თ. ჟორდანიას. წარწერის ფოტოფირი პირველად გააკეთა აკად. გ. ჩიტაია 1933 წელს და ტექსტი გადასცა ლ. მუსხელაშვილს, რომელმაც 1941 წელს კიდეც გამოაქვეყნა ; აი ისიც: ” ქრისტე ადიდნენ ერისთავთ-ერისთავნი გრიგოლ და აბუსები და გიორგი და შვილნი მირიანი, გრიგოლ ქავთარ.” (4) (39-22 გვ) ასევე აღმოჩენილია მეორე ჩუქურთმიანი ქვა, რომელზეც რელიეფურად გამოსახულია ქრისტიანულ სარწმუნოების ემბლემა-ჯვარი. ბრინჯაოს ჯვარს კი ჯვარცმის კომპოზიცია ამშვენებს. ახალი აღმოცენებიდან აღსანისნავია ბრინჯაოს ფირფიტა ღვთისმსობლის გამოსახულებით, რომელიც შარავანდედითაა მოსილი და ხელსი ყრმა ჰყავს. ასეთ ფირფიტებს ხატის მოსართავად იყენებდნენ.
ამ სოფლის მეზობლად დღესაც დგას სხალთის ტაძარი, იგი ნაგებობათა კოპმპლექს წარმოადგენდა და საკულტო ცენტრის გარდა გამაგრებული სამხედრო ობიექტიც იყო, რომელიც სამხრეთიდან ხიხაძირ-სხალთის ხეობით მომავალ მტერს აჭ არაში შემოჭრის საშვალებას არ აძლევდა, შემორჩენილ ტაძარს, რომელიც წაგრძელებული სამკუთხა სამნაწილიანი ნაგებობა, არასრულ ბაზილიკას აკეთებდნენ. მას ფართო თაღისებური ფორმა და პილასტები არქიტექტურული გაფორმება, მშვენიერი ჩუქურთმა და ნაცრისფერი-რუხი თლილი ქვის ფილები ამშვენებს.
შიდა მოხატულობა პ. უგაროვას აღწერით, გამოირჩეოდა მაღალი ოსტატობიტ და სწორი კომპოზიციური განლაგებით, საკურთხევლის თაღის ტახტზე მჯდომი მაცხოვრის სურათი ამშვენებდა, რომელსაც ხელში სახარება ეჭირა.ირგვლივ ზეციური მსახურნი-ქერუბიმები მოჩანდნენ. ქრისტეს ფიგურა უზარმაზარი დაეხატათ მას ხელაში ხუცურად დაწერილი წიგნი ეჭირა. ამ სურათს უფლის განდიდების ყველა ნისანი ესვენა.
მოგვყავს დ. ბაქრაძის ცნობები სხალთის ტაძარზე : ” გარს ავლია ნამტვრევი ქვის ჩამოქცეული გალავანი. მას დასავლეთით, როგორც ჩანს, დატანაბული ქონია კვადრატულ საძირკველზე აგებული ქვის სამრეკლო. გალავვნის გარეთ ახლაც ჩანს ძველი საეკლესიო ნაგებობათა და მიწ აში ჩაფლული ქვების ნაშთი. ეკლესიიის აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ ფასადის პერანგის ქვებს ვნახულობთ სასაფლაოზე. ეკლესია აგებულა უგუმბათოდ რუსი პორიფირით და პალეოლოგრამის ფორმა აქვს. შენობას 9 საჟენს ცოტა უკლია, განი-6 მდე აღწევს. კედლების სისქე 2 არშინამდეა. ეკლესიას აქვს მაღალი ფრონტონი, დასავლეთით სელია სა სამხრეთიტ ეკვედრი. აღმოსავლეთი ნაწილი მთავრედება რვაწახნაგოვანი ნახევარწრით, ფრონტონის და მთელი შ ენობის გალავანი ღმაღარიანია. ქვების თლა, მათი წყობა, კარ-ფანჯრების ნაირნაირი ჩუქურთმები, ხვეული სვეტები. ეკლესიის შიგნით ნაოსის კედლები შედგება შამი ცრუ ნიშნისგან, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ოდნავ გამოშვერილი პილასტებით. ფრესკებიდან საკმაოდ კარგად არის შემონახული-იესო ქრისტე, მთელი ტანით თხემის ადგილზე, გვერდით კი რომელიღაც წმინდანი, მარცხნივ მთავარ ანგელოზი ასომთვრული წარწერით. ქვემოთ მოცემულთა მწკრივის სახელებით: ფილიპე, სეიმონი, ანდრია, ბარნაბა. შემოდეგ კონკში, რომელშიც დღემდე ნაკლებად აღწევს წვიმა, დასავლეთის მიმართულებით გამოსახულია ჯვარცმა წარწერით : ღვთის მშობელი, იოანე ,ქრისტე ს იერუსალიმად შესვლა და დაკრძალვა. ყველა ეს წარწერა, რომელთა მეტი ნაწილი აღარ გაირჩევა, შესრულებულა ლამაზი ასომთავრულით ეკლესიის სხვა ნაწილებსიც ბათქაში მოხატულობითურთ ჩამოცვენილა. დასავლეთ შეემოსასვლელის გარდა, სადაც ფრიად მკაფიოდ ჩანს მარჯვნივ ღვთისმშობელი, ხოლო მარცხნივ ეკლესიის გვირგვინით. მათი წარწერა ბერძნულია.” (1) ( 69 გვ )
საერთოდ უნდა ავღნიშნოდ, რომ სხალთის ეკლესია ერთერთი შესანიშნავი ეკლესიია საქართველოში. სამწუხაროდ მას არ შემორჩენია ისტორიული წარწერა და ამიტომაც შესაძლებლობა გვაქვს , ზუსტად და დანამდვილებიტ გავარკვიოთ მისი აშენების დრო. ვფიქრობთ, ასეთი წარწერა უნდა ყოფილიყო ერთერთი მორღვეულ ქვაზე. მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადზე. ქვემო ნაწილში აღმოჩნდა წითელი საღებავით წარწერა : ” ღმერთო იესო შეიწყალე ნიოლოზი ” სხვათაშორის ეკლესიის სტილი მოგვაგონებს ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრების საუკეთესო ეპოქას, სახელდობრ X-XIII საუკუნეებს. სხალთის ეკლესიის შესახებ ქართულ მატიანეებში ვერავითარ ცნობას ვერ ვნახულობთ და ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ მეფე ალექსანდრე 1-ის გურქით სოფელი სხალთა მცხეთის საპატრიარქო კათედრის კუთვნილება იყო აღიარებული.
სხალთის მოხატულობაში იდეა ”დიდება უფლისა ” გამოხატვას პოულობს ქრისტეს გამოსახვაში ანგელოზებით, ისე როგორც მოღებული იყო ტაო-კლარჯეთის და სვანეთის კედლის მოხატული ძეგლები. ადრეულ ძეგლებში ქრისტე ოვალურ დილებაში იყო გამოსახული, სხალთაში იგი არ ირკვევა და შეიძლება არ იყოს მოცემული.
სხალთის მხატვარი უდიდეს გამოსახულებას აღწევს გონჯის კომპოზიციის მხატვრულ გააზრებაში, ხაზს უსმევს მასს, როგორც შინაარსით მთავარს, მოხატულობის ანსამბლში ქრისტეს გრანიოზული ფიგურა წარმოადგენდა არა მარტო აფსიდის, არამედ მთელი ეკლესიის მოხატულობის აზრობრივ მხატვრულ დომინანტს. ქრისტე მოცემულია როგორც სამყაროს მმეუფე, ტახტზე მჯდომარე, ორივე მხარეზე საზეიმო სამოსელში გამოწყობილი ანგელოზებით, რომლებიც მის ამალას შეადგენდნენ. სპეციალისტები თვლიან, რომ ” ქრისტეს შობის ” მრავალ ფიგურიან კომპოიციაში ” მოგზაური მოგვის ” სცენა იშვიათად ქართული კედლის მხატვრობაში ამასთან ”ვედრების ” სცენაში ჩახატული მირიანის ფიგურა გამოირჩეოდ გამომსახველი პოზით, სახის დახვეწილი ნაკვთებითა მეტყველი მზერით, რაც მას უფრო ემოციურს ხდიდა.
სხალთის ტაძრიდან მაგალითად, მატერიალური ნივთები და ძეგლები იმერეთსა და სხცაგან გაუტანიათ, ამას იქ ნამყოფი ისტორიკოსი გ. ყაზბეგიც მიუთითებდა.
ჩვენი აზრით, სხალთის ტაძარი XIII საუკუნემდე უნდა აეგოთ, ამასთან მის მშენებლად ერისთავთ ერისთვის ტბელი აბუსელიძის წინაპრებს მივიჩნევთ. მკვლევართა ნაწილი სხალთის ეპისკოპოსის ადგილ სამყოფელად თვლის ძველ ხელ ნაწერებში ”სხალთის ” არაერთხელ მოიხსენიება, მისი გეოგრაფიული მდგომარეობა, შუა საუკუნეების არა სახარბიელო მდგომარეობა, რომელიც კიდევ უფრო უარესი იყო აჭარის მეზობელი (კერძოდ სამხრეთით მდებარე ) ქართულ პროვინციებისთვის არ გამორიცხავს ამას. ალბათ, ერისთავების-ქიმშიაშვილების ზრუნვის გარდა, ტაძარიიმანაც შემონახა, რომ ოსმალების დროსაც იგი დიდ როლს ასრულებდა და გავლენითაც სარგებლობდა. პირველ ხანებში აქ მოუყრიათ თავი აჭარის კულტის მსახურებს. აქ მოღ ვაწეობდნენ ისინი მამა-პაპათა სჯულის შესანარჩუნებლად, დამოუკიდებლობისთვის.
ჩვენს მიერ გამოყენებული ლიტერატურაში ”სხალთის ტაძრის”შესახებ მწირი ცნობები არსებობს. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს მის მნიშვნელობას არ აკნინებს, პირიქით უფრო საინტერესოს და ღირსშესანიშნავს ხდის. ვფიქრობ ჯერ კიდევ ბევრი რამის შესწავლა და გამოკვლევა საჭიროა ამ ძირძველი კუთხის ქრისტიანული ცხოვრების აღმშენებლობის და განვითრების შესახებ. გარკვეულწილად აჭარის კუთხის შესახებ მწირი ისტორიული ცნობები განაპირობა ამ კუთხის სამასწლიანმა მოწყვეტამ დედა სამშობლოს. ახლა როდესაც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საჭეთმპყობელობის ქვეშ დაიწყო საქართველოში ქრისტიანოსბის აღორძინება, გაბრწყინება თვალ ნათლივ ჩანს აჭარაში, ეკლესია მონასტრების მშენებლობა, აღდგენა, განახლება, უწმინდესსმა ბრძანა : ” როგორც პირველად აჭარიდან მოევლინა ქრისტეს ნათელი მთელ საქართველოს ასევე ახლაც-აჭარამ უნდა მოაქციოს მთელი საქართველო.”
Подписаться на:
Сообщения (Atom)